"მარტივი და უტყუარი ტესტი - ის რაც ცუდია ამ ხალხისთვის (უცხოეთის აგენტურისთვის), კარგია საქართველოსთვის!"
ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას, რომელთა თქმითაც, მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული კანონი, რომელიც უცხოური დონორების მიერ გრანტის გაცემის წესს დაარეგულირებს- „რუსული კანონია“.