თუ არ იქნება ძალადობა მოქალაქეების მხრიდან, არ იქნება რეაქცია პოლიციისგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, თავად აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცოტნე კობერიძემ გამოიყენა სიტყვები „გადაგივლითო“.
„გამორიცხულია [შარშანდელი] პროცესების განმეორება. თუ არ იქნება ძალადობა მოქალაქეების მხრიდან, ბუნებრივია, არ იქნება არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. თუ იქნება, ბუნებრივია, პოლიცია გასცემს ამაზე სათანადო პასუხს. ცოტნე კობერიძის სიტყვები ყოფილა „გადაგივლითო. ასევე, ჩემმა კოლეგამ გაახმოვანა, რომ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი არის ზივზივაძე და ეს ადამიანი აორგანიზებს ახლა ძალადობას. თუ ასეთი იქნება, ამ შემთხვევაში მოუწევს პოლიციას რეაგირება. სხვა შემთხვევაში, პოლიცია რაც არ იქნება იმაზე რეაგირებას ვერ მოახდენს“,- აღნიშნა მდინარაძემ.