ქართველი ხალხი ამბობს, რომ საქართველომ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და ასე იქნება. ნახეთ, [ოპოზიციის] წამოძახილებში რა ხდება? ლუსტრაციაა. მე ვამბობ, ქართველი ხალხი ამბობს - მეთქი, რომ მიიღეთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და სად ამბობსო, მეტი რა თქვან? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი წამოძახილები, მათი ლუსტრაციაა. მდინარაძემ ასევე უპასუხა ოპოზიციის წარმომადგენლის რეპლიკას - " შენც ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრო". მისი თქმით, დიდხანს, ამაყად აპირებს საქართველოში ცხოვრებას და შავი ფულის მხილების გამო არასდროს შერცხვება.
"ძალიან ამაყად ვიცხოვრებ ამ ქვეყანაში, დიდი ხანი ვაპირებ ამას და მართალი ვიქნები ყველას წინაშე. შავი ფული თუ ვამხილე, ამის არასდროს შემრცხვება. თქვენ იცავთ ახლა შავ ფულს." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს. რის გამო, დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
საკომიტეტო მოსმენის პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია - "არა რუსულ კანონს!" მიმდინარეობს.
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის
2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ