პრაქტიკულად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ ჰყავს. საქართველოს ჰყავს აგენტურული, რადიკალური ოპოზიციის ნირწამხდარი ლიდერი, რომელიც არის მთავარი კოორდინატორი აგენტურული პარტიების, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„ვინც გახარიას მისცა ხმა, იმ ხალხს მივმართავ ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე. ამ პარტიას, ოთხეულში, არჩევნებამდე დღეებით ადრე, ასახელებდა სალომე ზურაბიშვილი. მაინც ვერ დაიჯერეთ, რომ ეს კაცი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ნაწილი იყო. გააკეთა ის, რომ ის ცდომილება, რაც წინასწარ მონაცემებსა და საბოლოო შედეგში იყო, ძირითადად გახარიას ხარჯზეა. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ოთხივე პარტიის ლიდერები არიან აგენტურული კოალიციის წარმომადგენლები, რომელთა კოორდინატორად დანიშნულია სალომე ზურაბიშვილი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

3 100 უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 54.086 %-ს შეადგენს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი, ჯამში, 37.58% აქვს.