ამაზრზენია ფაქტი, როცა წარმოიდგენ, რომ ჩვენი გმირი სამხედროები, პოლიციელები მტერს ებრძოდნენ, ამ დროს კი, თურმე „ნაცების“ ლიდერები მილიონობით დოლარის ბრილიანტებს ყიდულობდნენ და იმარაგებდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ეს არის მათი მორალური სახე“.

„რამდენად ამაზრზენია ეს ამბავი, წარმოიდგინეთ, მთელი ამ წლების განმავლობაში, საიდან ხდებოდა, ბიუჯეტიდან, ხომ? პიჯაკების საქმეებს არქმევენ და ბრენდავენ, რომ სასაცილო გახდეს, სასაცილო კი არა, ამაზრზენია. 2007-2008 წლებში ბრილიანტებს რომ ყიდულობდნენ, ამის მტკიცებულება დაიდო. 12 აგვისტოს მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტს რომ შეაფასებინებ და შენი ჯარისკაცები, შენი ქვეყნის პოლიციელები ომში იღუპებიან, ამ დროს ბრილიანტებს ყიდულობენ, ეს არის მათი მორალური სახე.

მათი დაფინანსებულია, ამ ფინანსებით. რუსული ქოლცენტრებით. რუსული რუსულიო, თუ აინტერესებთ. ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომლებსაც ისინი თავადსასარგებლო იდიოტებს უწოდებენ, გაერკვნენ ამაში – ომის დაწყება უღიარეს რუსებს, ომის დანაშაულზე რეზოლუციაზე ხელი მოუწერეს, ჩვენმა სამხედროებმა ჩაიდინესო, თურმე მილიონობით დოლარის ბრილიანტებს ყიდულობდნენ ომის დროსაც კი. დაწყებამდე და მერე კი არა, ომის დროს. რუსული ქოლცენტრებიდან ფინანსდებიან მათი ტელევიზიები, მათი პარტიები, აქედან ამ ფულით მარაგდება ის აქცია, რომელიც ძალადობრივ სახეს იღებს ხოლმე სულ მცირე ყოველ მეორე დღეს. მათი ერთ-ერთი ლიდერი და კუმირი არის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ლიაკა ხოშტარია და რუსებს სხვას ეძახიან. ცოტა ხომ შეიძლება, დავფიქრდეთ ამაზე. ნებისმიერს, ვისაც კვლავ ჰგონია, რომ ჩელიაბინსკში გაიღვიძა, მივმართავ, ეს ფაქტები ავიღოთ, რასთან გვაქვს საქმე და მერე ვილაპარაკოთ, ვინ რას ამბობს. ვინ რას აკეთებს, აქედან უნდა დავიწყოთ და ყველა მივხვდებით, ვინ აკეთებს რუსულ საქმესაც, მტრის საქმესაც და ანტიეროვნულ საქმესაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს.