„ნაცები“ და „ნაცენჯეოები“ აგონიურად არეპორტებენ ქარდებს - არგუმენტებით კი არა, დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისთვის!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი „ფეისბუქის“ სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის, მედია საშუალებების ოფიციალურ გვერდებზე დაბლოკილ საინფორმაციო ბანერების თემას ეხმიანება.
„ნაცების და ნაცენჯეოებისთვის სიმართლის (და ელემენტარული დეკლარაციის შევსების😊) შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ, რამდენად აგონიურად არეპორტებენ ქარდებს - დადებიდან სულ რამდენიმე წუთში 😊
არგუმენტებით კი არა, დარეპორტებით და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისათვის! 😊
მაქსიმალური ძალები აქვთ ჩართული ყველა მხრიდან, სრული ისტერია,.. თუ თვითონ, თუ მათ პატრონებს, ოღონდ რეალური არგუმენტები ხალხმა არ ნახოს და გაიგოს 😊
ამაზე მეტი ლუსტრაცია შეუძლებელია👍😊
ვეღარავის მოატყუებენ, გამორიცხულია!
😉😊
აბსოლუტურად ყველას ეცოდინება სიმართლე!" - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.