გუშინ სიმართლეს და არგუმენტებს ვეღარ გაუძლეს, ვერც ვეღარაფერი დაუპირისპირეს და უბრალოდ მამხილებელი ინფორმაცია არეპორტეს მთელი დღე. შემდეგ, შავი ფულის დაცვის კამპანიას ნაცების ერთი დანაყოფიც მიეშველა, “დააფაქტჩეკა”, თავადვე დაადგინა, რომ მათი ტყუილის საპასუხო და მამხილებელი არგუმენტები “იყო ტყუილი” და ათასობით ადამიანს დაუბლოკეს “ქარდები”. - ამის  შესახებ საოარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

ასე იყო მათი მმართველობის დროსაც, - ცენზურა იყო მთავარი იარაღი და არა არგუმენტები. სტილი უცვლელია. 
წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ სიმართლის და ფინანსების გამჭვირვალობის? თუ პრობლემა არ არის, რას არეპორტებენ? წაიკითხოს ხალხმა და თავად გადაწყვიტოს მტყუან-მართალი! 😊
ცენზურის ლოკალური წარმატებით კი ის ხალხი იყო აჟიტირებული და გახარებული, რომლებიც ევროპული ღირებულებების მიმდევრობაზე დებენ თავს 😂😂😂" - წერს მამუკა მდინარაძე. 

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ,  რასაც არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილი არ ეთანხმება. სავარაუდოდ კანონპროექტზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში შემდეგ კვირას დაიწყება.