როგორ შეიძლება, დავიჯეროთ ის, რომ სტატუსის მიღება შეიძლება, იყოს მათი მიზანი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.
„ლომჯარია და პრეზიდენტი სამწუხაროდ ჩვენ უკვე თამამად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ხელს თუ შეუშლიან, თორემ ხელს ვერ შეუწყობენ და არ შეუწყობენ შეგნებულად სტატუსის მიღებას, რადგან ამაზე აქვთ მთელი გეგმები აწყობილი. როგორ შეიძლება, დავიჯეროთ ის, რომ სტატუსის მიღება იყოს მათი მიზანი. მისი ვიზიტი და ვოიაჟი რას შეიძლება ემსახურებოდეს, მარტივი გადასაწყვეტი და მარტივი აღსაქმელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ: ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადების თანახმად, ის არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში.