ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ დრომდე უცნობია პრეზიდენტის პოზიცია, აღიარებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ამ საკითხზე საუბარს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა თავი აარიდეს.
„ამ წუთამდე უცნობი რჩება პრეზიდენტის პოზიცია. ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ და ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, აღიარებს თუ არა პრეზიდენტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისმა წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას თავი აარიდეს. ველოდებით პრეზიდენტისგან პოზიციას, ის აღიარებს, საერთოდ ცნობს თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციოს პალატამ, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა