რა ლოგიკა განავითარეთ, რომ უკრაინაში რადგან იბრძვის, შეიძლება დაგვხოცოს სულ ყველა აქ, საქართველოში?, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, რატომ მიმდინარეობს გამოძიება უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ, ტერაქტისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე.
მამუკა მდინარაძის თქმით, გამოკითხვაზე დაბარებული ყველა პირი მოწმის სტატუსით იკითხება. მისი განცხადებით „ფორმულას“ ჟურნალისტს წამოსცდა, როდესაც თქვა, რომ გამოკითხვაზე დაბარებული პირების წინააღმდეგ, გამოძიება მიმდინარეობს.
„ვინ დაგეგმავს ტერაქტს რა მნიშვნელობა აქვს? მებრძოლი დაგეგმავს, არა მებრძოლი თუ ვინ? ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაგეგმავს და ეჭვი ექნება მასთან დაკავშირებით, არ უნდა გამოიკითხოს რადგან უკრაინაში მებრძოლია? ამ ლოგიკას ავითარებთ? ანუ რადგან უკრაინაში იბრძვის, როგორ შეიძლება მანდ დაგეგმოს... ანუ ყველა მებრძოლი იმდენად პატიოსანი ადამიანია, აბსოლუტურად ყველა მებრძოლი [თქვენი ლოგიკა მაშინ ეს არის თუ სწორად მივხვდი] როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა დაგეგმოს? ანუ თქვენ ბრძანდებით ისეთი მიამიტი ადამიანი, რომ თუკი იბრძვის ადამიანი უკრაინის მხარეს, მან ვინმეს მკვლელობა არ შეიძლება დაგეგმოს?
მოწმედ დაკითხულმა ადამიანებმა და მათმა ადვოკატებმა დღეს დაადასტურეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და სხვა ლიდერების წინააღმდეგ, ტერორისტული აქტის და ამ გზით სახელმწიფო გადატრიალების ფაქტზე. თქვენ ახლა დაამატეთ, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება. ისინი იკითხებიან მოწმეებად, შესაბამისად ვერც სუს-ი იტყოდა ამას. „ფორმულამ“ ამ წამს თქვა, რომ მათ წინააღმდეგ არის გამოძიება. „ფორმულამ“, რომელიც სხვა ორ ტელევიზიასთან ერთად, პირველი ორი დღე აწვებოდა მხოლოდ შეთქმულების ვერსიას, როდესაც თურმე ტერაქტთანაც გვქონია საქმე და რატომ მალავდით ამას? ე.ი. იცოდით რაღაც, როგორც მათ წინააღმდეგ უნდა მიმდინარეობდეს საქმე, რომელიც წამოგცდებათ ხოლმე და ეს არის თქვენი მხილება რაღაცების საქმის კურსში ხართ და არ ამბობთ ხოლმე“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.