ელენე ხოშტარია რომ გვიტარებს - არა რუსულ აგენტურას, პარადოქსიც აღარ ჰქვია - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ "რუსთავი 2" -ს ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პარადოქსია, როდესაც პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მთავრობას რუსეთის აგენტებად მოიხსენიებს, ამავდროულად კი, განათლება რუსეთში აქვს მიღებული და ყოველთვიურად 10 000-ობით დოლარის თანხას იღებს რუსეთიდან. ამ თემაზე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
„ელენე ხოშტარია რომ გვიტარებს - არა რუსულ აგენტურას, პარადოქსიც აღარ ჰქვია. ადამიანი, რომელიც სპეციალობით არის რუსეთის უსაფრთხოების სპეციალისტი, აგერ მტკიცებულება გვაქვს, ხელის გულზე გვიდევს, რომ ადამიანს ერიცხება ყოველთვიურად 10 000-ობით [ჰონორარი]. ერთი ადამიანი მაჩვენეთ დღეს სხვა, რომელსაც რუსეთიდან რაიმე სახის ჰონორარი ერიცხება და ეს ჰონორარი 300 და 500 დოლარის ეკვივალენტს რუბლებში კი არ შეადგენს, 10 000-ობით დოლარის ეკვივალენტს შეადგენს და მეც დავიჯერებ, რომ ეს არის ჰონორარი. ლეგიტიმურია ეს ეჭვი ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რომ ეს ჰონორარი არ არის ? ეს ადამიანი გამოდის და რუსი, რუსი, რუსი - არ ჩერდება. ყველაზე მეტად ეგ ასრულებს დავალებას, რომ რუსები გვეძახოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.