პარლამენტში ჩხუბი და აყალმაყალი რომ იყო, ერთ მომენტში ჩემი უწმაწური სიტყვები ისმოდა, ხალხი არ იმსახურებს, რომ ეს მოისმინოს და ამიტომ ბოდიშს ვიხდი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
„პარლამენტში ჩხუბი და აყალმაყალი რომ იყო, უკადრებელი იკადრეს და გადაგვრიეს ყველა - ამაზე დღეს მომეცა პირველად საშუალება და მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო ყველას, ერთ მომენტში ჩემი უწმაწური სიტყვები ისმოდა. უკაცრავად, პოლიტიკოსისგან არ არის კარგი მოსასმენი ეს გინება, ისინი შეიძლება 100-ჯერ მეტს იმსახურებენ, მაგრამ ხალხი არ იმსახურებს, რომ ეს მოისმინოს და ამიტომ ბოდიშს ვიხდი", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.