პარლამენტის უკან აქცია იმართება, რომლის მთავარი ლოზუნგია “არა რუსეთის აგენტებს”. აქციას ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს. - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ამ დროისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. 16:00 საათზე ინტერპელაციის წესით, დეპუტატების წინაშე შს მინისტრი ვახტანგ გომელაური უნდა წარდგეს.
შს მინისტრი პარლამენტში "ნაციონალურმა მოძრაობამ" შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების თემასთან დაკავშირებით დაიბარა.