ბოლოს მოინდომეს ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის დაბულინგება. აზრი აღარ ეკითხება უკვე ამ ხალხს, ისეთ დღეში არიან. ჩვენ ხომ დაგვაბულინგეს თავისი ჭკუით, ახლა ამათ აბულინგებენ. პოლარიზაციას ალაგებენ თვითონ და მერე გვსაყვედურობენ პოლარიზაციაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„არ გამოვა ეს ჩვენი დაბულინგება. შარშან, „ნაცმოძრაობის“ სამივე ტელევიზიამ გაავრცელა ვიღაც უკრაინაში მებრძოლებიო თითქოს, ამ დროს კიევთან ტყეში, რომ გადიან და დახატავენ რაღაცებს და გვემუქრებიან იქიდან, ასეთმა ორმა ადამიანმა შეურაცხყოფა მომაყენა ტელეფონში, მესიჯის სახით და ორივეს დავუბრუნე უფრო ხისტი პასუხი. ორივე გაუშვეს. წელს ერთი 50 ადამიანი დააორგანიზეს, ვისაც მივწვდი პასუხი გავეცი, ერთი აღარ გამოუქვეყნებიათ. ხვდებით ხომ მიზეზს? არ გამოვა ჩვენი დაბულინგება ასე. იმ ხალხს არ ვგავართ სადარბაზოებში, რომ იმალებოდნენ ხოლმე თავის დროზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.