„ქართული ოცნება“ ჩვენს გადასახადებს სხვადასხვა დახვეწილი მეთოდებით იპარავს, - ამის შესახებ „ლელო- საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ქართული ოცნებიდან“ შემეწინააღმდეგებიან ის ადამიანები, რომლებიც დგანან კორუფციაზე, ნეპოტიზმზე. „ქართული ოცნება“, ეს მმართველი ძალა დღეს არის პრაქტიკულად რაღაც კასტა, რომელიც ჩვენს გადასახადებს იპარავს სხვადასხვა დახვეწილი მეთოდებით, ტენდერებით, „ატკატებით“. „ქართული ოცნება“ დგას რუსული მართვის სტილზე, არა კანონზე, არა სამართალზე. ეს დგას გაგებაზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.