ჩვენი პრიორიტეტი იქნება, 400 ლარიანი პენსია 1 000 ლარამდე გავზარდოთ და ამავე დროს გავაკეთოთ ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც მათ დაიცავთ ფასების მატებისაგან, ინფლაციისგან და უამრავი სხვა გამოწვევისგან, რომელიც მათ ყოველდღიურობას საფრთხეს და საშიშროებას უქმნის,- ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

"ჩვენ დღეს ხელისუფლება გვყავს, რომელიც ემსახურება რუსეთს. ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება ქართველ ხალხს. ეს ნიშნავს, პირველ რიგში, დამოკიდებულებას ჩვენი პენსიონერების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება იშრომეს და დღეს სამარცხვინო პენსიას იღებენ 400 ლარის ოდენობით. ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ ეს თანხა გავზარდოთ 1 000 ლარამდე და ამავე დროს გავაკეთოთ ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც მათ დაიცავთ ფასების მატებისაგან, ინფლაციისგან და უამრავი სხვა გამოწვევისგან, რომელიც მათ ყოველდღიურობას საფრთხეს და საშიშროებას უქმნის. მე მინდა გითხრათ, რომ რუსული მართვა ხელისუფლების სწორედ ამაში გამოიხატება, რომ სახელმწიფო და ხელისუფლება არ აქცევს ყურადღებას სათანადოდ და არ უზრუნველყოფს გარანტირებულ მშვიდ და ღირსეულ სიბერეს. ეს გამოიხატება, როგორც გითხარით, 400 ლარში, როცა ევროპული პენსია იწყება ათასი ევროდან. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ ნომერ პირველ პრიორიტეტად დავისახოთ ჩვენი პენსიონერების უზრუნველი, ღირსეული ცხოვრება და შესაბამისად, ამას დაექვემდებაროს ყველა ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკურად გავატარებთ“, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.