ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში! ამის რეალური ალტერნატივა ვართ ჩვენ! ეს არის პარტია „ლელო“ - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
„არ დაგვავიწყდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმ პოლიტიკოსების მოშვება ხელისუფლებაში, რომლებმაც უხეშად დაარღვია ქართველი ადამიანის, მოქალაქეების უფლებები უახლოეს წარსულში. ყველა ხვდებით ვისზეა საუბარი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მოიშვება ხელისუფლებაში! ამიტომ ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ამის რეალური ალტერნატივა ვართ ჩვენ! ეს არის პარტია „ლელო“. დიახ, ჩვენ უნდა ავიღოთ ხელში პასუხისმგებლობა, რომ დავამთავროთ ძველი პოლიტიკა და ის, რაც აქამდე ხდებოდა ამ ქვეყანაში. ეს არის უცილობლად გასაკეთებელი საქმე“, - განაცხადა ხაზარაძემ.