"დაგვაბრუნეთ" - ეს არის სიტყვა, რომელიც იტალიიდან მთელი გზა მომყვებოდა. ეს ის სიტყვაა, რომელსაც თითქმის ყველა ემიგრანტი მეუბნებოდა მათთან შეხვედრისას - წერს პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

"დაგვაბრუნეთ" - ეს არის სიტყვა, რომელიც იტალიიდან მთელი გზა მომყვებოდა. ეს ის სიტყვაა, რომელსაც თითქმის ყველა ემიგრანტი მეუბნებოდა მათთან შეხვედრისას. პირველყოვლისა, ეს ადამიანები უნდა დავაბრუნოთ მათი ქვეყნის მომავლისთვის გადაწყვეტილებების მიღების უფლებისა და საშუალების მიცემით, მათი ხმა არ უნდა იკარგებოდეს, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომლის შემდეგაც "ოცნების" მთავრობას გავისტუმრებთ და დავიწყებთ ქვეყნის რეალურ რეკონსტრუქციასა და განვითარებას. 
ამის შემდეგ არის შესაძლებელი, რომ ეს ადამიანები დავაბრუნოთ ღირსეულ სამუშაო ადგილებსა და ღირსეულ ანაზღაურებაზე. პირველივე შეხვედრები ჩემს თანაპარტიელებთან ერთად ამ საკითხების განხილვითა და შესაბამისი გეგმის შემუშავებით დავიწყე.