"ჩვენ ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, ლელო მაქვს მხედველობაში, რომ ერთად ვიბრძოლოთ. რატომ? – იმიტომ, რომ ნიკა მეილია იბრძვის, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთმმართველური, ოლიგარქიული, მითვისებული სახელმწიფოს ეტაპი. - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
"მელია, როგორც აკეთებს თავის პარტიას, მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ეს იქნება ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა. [...] თუ დადგა ის მომენტი და ჩვენ დავინახეთ, ნიკაც დაინახავს და მისი პარტია, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი დღეს… მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "ლელო" პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან იქნება სტრატეგიული პარტნიორი