იმიტომ კი არ ვარ ოპოზიციაში, რომ ვიღაცისგან რაღაცა მეწყინა, იმიტომ ვარ, რომ გულწრფელად ვხედავ ქვეყანა საით მიექანება, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„მე როლში კი არ ვარ, მე ვარ ოპოზიციაში იმიტომ რომ რეალურად მჯერა, რომ ქვეყანა არის ძალიან სერიოზული ანექსიის წინაშე. მე იმიტომ კი არ ვარ ოპოზიციაში, რომ ვიღაცისგან რაღაცა მეწყინა, იმიტომ ვარ, რომ გულწრფელად ვხედავ ქვეყანა საით მიექანება. ქვეყანას ერთი მხრივ სტატუსი აქვს მიღებული, მაგრამ შინაარსობრივად, ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ატარებს სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში, აგრესორი რუსების ინტერესს. აი, ეს არის პრობლემა,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.