თბილისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" მამუკა გუგეშაშვილი აცხადებს, რომ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით შემდეგ კვირას გააკეთებს განმარტებას.
"ნიკა მელია იმ კვირაში ილაპარაკებს აბსოლუტურად ყველაფერზე და გააკეთებს განმარტებებს.
ლაპარაკი უბრალოდ წააგავს ნიკა გვარამიას ხმას, უბრალოდ სულ სხვა თემაზე ლაპარაკობდნენ. ეს ცნობილი ჩანაწერია, დაჩეხილია რამდენჯერმე და სხვადასხვა ფრაგმენტებისგან შედგება.
ვინც ეს ჩანაწერი გაავრცელა - ჯაბა წულაძე, ჩვენი პარტიის წევრი არ არის, მას ხაბეიშვილთან აქვს ურთიერთობა," - განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა "კურიერთან"
სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.
ჩანაწერი, სავარაუდოდ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.