ჯერ გაავრცელეს და ახლა წერენ არ გაავრცელოთ, ცუდიაო... თავი გამოყავთ ვითომ.
ბაბუამ თავისი მარცხი შვილიშვილს დააბრალაო... ეგრეა ამათი საქმე) - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ზვიად კუპრავა სპციალურრ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით წერს.
"კაცმა პალტოზე რატომ დაწერეო და ეწყინა, შეიძლება სამართლიანადაც.იგივე კაცი ისეთ ტექსტებს წერს და ამონტაჟებს, აი, სუსს რომ შეშურდებოდა ნამდვილად.პალტო კი არა კურტკაც არ იყო საყიდელი შენთვის.ის ყავისფერი დუტი უნდა გეცვას მანამ, სანამ შენი ფულით არ იყიდი შემდეგს.ხო, კრიტიკოსებისთვის... ,,შენი ფულით" არის აქ საკვანძო სიტყვა და არა ყავისფერი დუტი." - წერს ზვიად კუპრავა.
სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
ნაცმოძრაობის წევრი ბაჩო დოლიძე გავრცელებულ ვიდეოზე წერს: ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდეს ლევან ხაბეიშვილი... თვე-ნახევარია ეს ჩანაწერები რაიონიდან რაიონში, სოფლიდან სოფელში მიდის
მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, [პარტია "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი კი წერს: ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც არის რუსული ოცნების ხელწერა და ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივება