საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს იმ ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც ქვეყანას ვატიკანთან აკავშირებს.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, წმინდა საყდარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით მშვიდობის ხელშეწყობის პროცესებში.
„ჩვენთვის ძვირფასია ის ურთიერთობები, რომლებიც საქართველოსა და ვატიკანს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რაც აქტუალურია საქართველოსთვის გლობალური და რეგიონალური პროცესების გათვალისწინებით. ვატიკანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მშვიდობისთვის, განსაკუთრებით რეგიონის გარშემო მიმდინარე პროცესების ფონზე.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს რომის პაპს შეხვდება












