არაბული ინვესტიციის მიზანია, განხორციელდეს საქართველოში პროექტი, რომელიც ახალ ერას შექმნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საზოგადოების ეკონომიკურ გაძლიერებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, პროექტი ხორციელდება ქვეყნის სასიკეთოდ.
„ამ პროექტს არაფერი აქვს საერთო იმ დეზინფორმაციასთან, რომელიც ვრცელდება. ამ დეზინფორმაციის ერთადერთი მიზანია, ხელი შეუშალონ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებასა და განვითარებას. ჩვენ არაერთხელ გვინახავს მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიები და ასე დაზიანებული ქვეყნის ინტერესები. ეს კიდევ ერთი მცდელობაა, დაზიანდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესები, მისი ეკონომიკური გაძლიერების შანსები და მიზნები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.








