პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, თუ სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ არის მათ ქვეყანაში ჩართული პოლიტიკის კეთებაში, რატომ არ შეუძლია იმავე შესაძლებლობით საქართველოს მოქალაქეს სარგებლობა.
მისი განცხადებით, აღნიშნული კითხვა სხვებსაც უჩნდებათ, შესაბამისად, "გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეებს ან სათანადო ინფორმაცია არ აქვთ, ან სხვა ინტერესი გააჩნიათ.
"ის თუ დასაშვებია, რომ სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფლობდნენ ინფორმაციას პროცესების შესახებ, რომელიც უკავშირდება მათ ქვეყანაში პოლიტიკის კეთებას, რატომ არ შეიძლება, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც საქმე ეხება გარკვეული ორგანიზაციების - ამ შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას პოლიტიკაში, საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.
რა თქმა უნდა, ეს კითხვა სხვებსაც უჩნდებათ, რატომ არის სრულიად სამაყრო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას. აქ არის ერთი ეჭვი, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, ან ეს არის გარკვეული ინტერესი." - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, კანონის უკან გაწვევისთვის, მმართველ გუნდს 1 საათიანი ვადა მისცა. დროის ამოწურვის შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლისკენ მოუწოდა.
ცუცქირიძის თქმით, პროტესტი მშვიდობიანი მსვლელობა უნდა იყოს.
როგორც პარტია "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა, აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
ნიკა გვარამიას თქმით, რუსული მთავრობა ქვეყანას ვერ მართავს. "მას მერე რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა"
მედიის კითხვაზე, რა საკითხზე სურს შეხვედრა პრემიერთან, გვარამიამ ასე უპასუხა: "კონკრეტული ვორდინგი უკვე გითხარით - საქართველო რუსული მთავრობის გარეშე!".
კანცელარიასთან აქცია ისე დასრულდა, რომ პრემიერის ადმინისტრაციიდან ნიკა მელიას და არც სხვა პოლიტიკური ლიდერების მოთხოვნას, არავინ გამოხმაურებია.
ასევე, საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო