პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, არ გაუკვირდება, რომ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთოს ისეთი რამ, რაც წინააღმდეგობაშია სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვასთან.

როგორც მან ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ პრეზიდენტის ნაბიჯებიდან გამომდინარე.

„პრეზიდენტი რას გადაწყვეტს, არ ვიცი, მაგრამ, მისი ნაბიჯებიდან გამომდინარე, დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ. ის დიდ წინააღმდეგობაში მოდის ყველაფერთან, კანონმდებლობასთან, ინსტიტუციებთან და პატივისცემასთან. არ გამიკვირდება, რომ მან ისეთი რაღაც გააკეთოს, რაც წინააღმდეგობაშია სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვასთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

თბილისში 7 - 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.