საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აშშ-ისა და ქართულ მხარეს შორის იყო გარკვეული კომუნიკაცია. მისივე განცხადებით, ქართული მხარე ელოდება კონსულტაციებს საქართველოსა და აშშ-ს შორის.

"ნამდვილად იყო გარკვეული კომუნიკაციები აშშ-ის მხარესთან. ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში ველოდებით აშშ-ის მხრიდან, რომ იქნებოდა გარკვეული ნაბიჯები გადმოდგმული საქართველოსთან ურთიერთობებში. იყო კომუნიკაცია, თუმცა გადამეტებული მოლოდინების შექმნა არ მინდა არც ამ კომუნიკაციების საფუძველზე.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყოს საუბარი. ჩვენ მოველით, რომ იქნება კონსულტაციები საქართველოსა და აშშ-ს შორის და ჩვენ მოვახერხებთ გადავლახოთ ის მართლაც რთული მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩვენს ურთიერთობებში," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.