პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ ე.წ რუსულ კანონად წარმოჩენა კლავს მსჯელობის შესაძლებლობას და ხელს უშლის დემოკრატიულ პროცესებს.
„კამპანია, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება და მას წარმოაჩენს ე.წ. რუსულ კანონად, არის ძალიან საშიში, რადგან კლავს საქართველოში მსჯელობის შესაძლებლობას და მიმართულია ხელი შეუშალოს დემოკრატიულ პროცესს. შეიძლება, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას. კანონის ამგვარად ბრენდირება და შერაცხვა ხელს უშლის ჯანსაღ დებატებს იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობას ეხება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.