საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III-ს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილმა და თეოფილე III-მ საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ღრმა ისტორიულ და სულიერ კავშირებზე ისაუბრეს.

საგანგებო ყურადღება დაეთმო მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს მსოფლიო და რეგიონალური მშვიდობის შენარჩუნებაში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.