საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიის ფარგლებში გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.
საუბარი შეეხო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და მის ინსტიტუტების საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობას, ასევე ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს მსოფლიოში მშვიდობის და განვითარების უზრუნველსაყოფად.
მინისტრმა, გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს გაერო-ს აქტიურ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს შესახებ გაერო-ს რეზოლუციების მნიშვნელობა.
მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება დაუთმეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და ხაზი გაუსვეს ამ ფონზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკას და მის როლს რეგიონში.
მინისტრმა გენერალური მდივანი საქართველოში მიიწვია და კიდევ ერთხელ აღუთქვა ქართული მხარის მზაობა განაგრძოს ორგანიზაციის ინიციატივების მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა მსოფლიოში მშვიდობის, განვითარების და გლობალური გამოწვევების დასაძლევად.