ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენი ვიზიტების მიზანია, საქართველოს ევროპული პერსპექტივის კონტექსტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტად გამყარება, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მალტელ კოლეგებთან საქართველოს დელეგაცია ისაუბრებს იმ პროგრესზე, 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით არის.

„გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს. შესაბამისად, საქართველოსთვის თითოეული სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და საჭიროა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს პროგრესზე, რაც ქვეყანას ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით აქვს. ასევე ვისაუბრებთ იმ პროგრესზე, რაც გვაქვს 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. მალტელ კოლეგებთან ვიმსჯელებთ, რა მოლოდინებია საქართველოს მხრიდან და რა მოლოდინები აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.