საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 4-6 დეკემბერს მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

2024 წლის 4-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,მაკა ბოჭორიშვილი მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტრთა საბჭოს სესიის მონაწილეებს.

ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა მალტის ვიცე-პრემიერის, საგარეო უწყების ხელმძღვანელის - იან ბორგის მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაზე.

მალტაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში,საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.