ყველას მოვუწოდებ, გაითვალისწინონ ეუთო/ოდირის მოსალოდნელი საბოლოო ანგარიში, მოვუწოდებ ყველა მხარეს, ჩაერთონ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგანგებო წარმომადგენელმა, ლუიშ გრასამ განაცხადა.

„როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებშია აღნიშნული, არჩევნები ღრმად პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა, რასაც დღესაც ვხედავთ. ამავდროულად, ყველას მოვუწოდებ, გაითვალისწინონ ეუთო/ოდირის მოსალოდნელი საბოლოო ანგარიში, მოვუწოდებ ყველა მხარეს, ჩაერთონ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა, დაეხმაროს დიალოგის ხელშეწყობაში და მხარი დაუჭიროს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიულ და კონსტიტუციურ წესრიგს, კანონის უზენაესობას და ყველა ქართველის კეთილდღეობას.

ეს ასევე მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ნებისმიერ ჩართულობას ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში გაწერილი რეკომენდაციების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომლებიც პარლამენტში უნდა განიხილონ.

ამ კრიტიკულ მომენტში მოვუწოდებ ყველა მხარეს, ჩაერთონ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ქართველი ხალხი იმსახურებს მშვიდობიან და დემოკრატიულ მომავალს და ჩვენი ასამბლეა ერთგული რჩება ამ მიზნის მისაღწევად მცდელობების მხარდაჭერაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბუქარესტის დეკლარაციაში, რომელიც მიღებულ იქნა გასული წლის ივლისში, ასამბლეამ მოუწოდა ეუთო-ს და მის წევრ სახელმწიფოებს, ყოვლისმომცველი თვალსაზრისით გადახედონ უსაფრთხოების არქიტექტურას, რათა მხარი დაუჭირონ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ ჰელსინკის საბოლოო აქტითა და გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული უსაფრთხოებისა და დაცვის უფლება, მაგრამ არ გააჩნიათ უსაფრთხოების გარანტიები მათი სრულად აღსრულებისთვის, მათ შორის, ძირითადად, უკრაინაში, მაგრამ ასევე პოტენციურად სხვა „ნაცრისფერი“ ზონის სახელმწიფოებში, როგორებიცაა მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და სომხეთი“, – ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.