ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გაუგზავნა, პოლიტიკური დისკუსიის თემაა.

პასკალ ალიზარდი მაკა ბოჭორიშვილის სახელზე დაწერილ ტექსტში მომავალ თანამშრომლობაზე საუბრობს.

აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ფართო არჩევანი შესთავაზა ამომრჩევლებს, ხოლო ტექნიკური თვალსაზრისით, პროცესი კარგად იყო ორგანიზებული.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ეს არჩევნების აღიარების კიდევ ერთი დასტურია.

“ეუთო/ოდირის წერილი ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ არის იმ ობიექტური სულისკვეთების გაგრძელება, რაც შუალედურ ანგარიშში ვიხილეთ. დარწმუნებულები ვართ, ახლა მომავალში, უკვე საბოლოო დასკვნასაც ვიხილავთ.

არ აქვს მნიშვნელობა რომელი ბიუროკრატი როგორი ლობიზმით არიან დაკავებულები, საღი და ობიექტური აზრი ყოველთვის გაიმარჯვებს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.