ცოტა რამ არის იმაზე დამაზიანებელი პოლიტიკოსისთვის ან გავლენიანი ინტელექტუალისთვის, ვიდრე პოლიტიკური პროგნოზი. იტყვი რამეს, ერთ საათში ( დღევანდელობაში) ინფორმაცია იცვლება, მაგრამ რისი ინფლუენსერი ხარ, რომ მოსაზრება შეცვალო, ხოდა ამ ახალ და სრულიად საწინააღმდეგო ინფოში ეძებ საშენოს, რომ საკუთარი სიმართლე დაუმტკიცო ყველას. ეს დამღუპველი და მავნე გზაა - შეიძლება საკუთარ სპირალში მოიგუდო. - ამის შესახებ საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"ვუყურებ ფბ-ს და გაოცებული ვარ, როგორ არ ეუხერხულებათ, ერთობ დამსახურებულ მოღვაწეებს, გრძელი და შეურაცხმყოფელი პოსტების წერა იმ ქვეყანაზე და პრეზიდენტზე, ვისზეც დიდ წილად დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის ბედი. და იქვე, დაუფიქრებლად მოწონებული ჯო ვილსონის ტვიტები… 
შეკითხვა მაქვს: თქვენი აზრით ვილსონი ვისი წარმომადგენელია? ვისი მხარდამჭერი და მომხრეა?!
და რა, ვერ დაითვლის ეს ადამიანი ერთხელაც იქნება ან თარჯიმანს ვერ იპოვის რომ ნახოს, რეებს ჯღაბნით ტრამპზე?! 
შეკითხვებზე რაკიღა მიდგა საქმე, ბარემ გკითხავთ, ვისაც გულისრევა გაქვთ ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტზე.
 ეს იმიტომ რომ:
 - გლეხურად ლაპარაკობს?!
და კამალა ჰარისი ციცერონი იყო თქვენ თვალში?!
- მიხვრა მიხვრა არ მოგწონთ?! რაღაც იმ ხალხს მაგონებთ, სრულიად კგბ -ს დაგეშილებს, გამსახურდიას და სააკაშვილის ბოდილენგვიჯი რომ არ მოსწონდა და დამოუკიდებლობაც ეკიდა და სახელმწიფოებრიობაც. 
- ევროპულ წესრიგს არღვევსო, გაიძახიან. რომელ წესრიგს?! 2005-ში საქართველოს ყველა პირობა შესრულებული რომ ჰქონდა MAP - ის მისაღებად და ვერაო,  ევროპულმა წესრიგმა, ვერ მოქცემთ, პუტინს ეწყინებაო. 
- თუ იმ წესრიგს მისტირით, პაკისტანელების არასრულწლივანებზე ძალადობას ათი წელი რომ ჩქმალავდა ევროპის ყველაზე მოწინავე დემოკრატიის ბიუროკრატია?
- თუ იმ წესრიგს მისტრით საჰაერო თავდაცვის სისტემებზე უარი რომ უთხრეს საქართველოს, პუტინი გაგვიბრაზდებაო?!
- ალბათ იმ წესრიგს მისტირით, 15 წელი, ხიხოს რომ “აპრავებენ” და ხანდახან აღშფოთების წერილის დრაფტებს აარქივებენ. 
- აბა, რა გაღელვებთ, ამერიკაში კორუფციის აღმოფხვრა ისე არ ხდება, თქვენ რომ მოგეწონებოდათ?! იმ ხალხს მაგონებთ, კორუმპირებულ პოლიციელებზე და ჩინოვნიკებზე რომ ჭმუნავდნენ 2004-ში. (“ჯღანას” ქრთამზე კიდევ)
- და ბოლო, ბაიდენით აღფრთოვანებულებს, არ გეხამუშებათ, რომ როცა ათასჯერ გამოცხადებული 165 მილიარდიდან მხოლოდ 67 მილიარდი მისცა უკრებს და ამაზე სიტყვა არ დაგცდენიათ. არც იმაზე, იქვე, მთელი სანათესაო რომ შეიწყალა წინსწრებით.
- ამ შეკითხვებზე დაფიქრდით და ეგებ უფრო მშვიდად შეხვდეთ ცვლილებებს/ სიახლეებს. გასაგებია, რომ სიახლე ისედაც მტკივნეულად აღიქმება ადამიანების უმრავლესობისთვის და თავს ზედმეტად ნუღარ გაიღიზიანებთ. 
ისინი ვინც ფსბ- ს მესიჯბოქსით იკვებებით, რომ პუტინის გოშიაა, თქვენთან შეკითხვაც არა მაქვს. ეგ რაღაც ობსესიური აშლილობა მგონია. კაცმა თავი მოიკლა რომ პრეზიდენტი გამხდარიყო და თურმე იმისთვის რომ პუტინი აპარპაშოს. აი, მალადეც!!!
ეს გრძელი ზეწარი იმიტომ არ დავწერე, რომ ტრამპი მოგაწონოთ, ან რამე ჩემი პროგნოზი შემოგაჩეჩოთ. 
არა! არავითარ შემთხვევაში! მით უმეტეს რომ თავად მაქვს უამრავი ეჭვი, ჭმუნვა და შიში. მაგრამ ვიცდი. თქვენთანაც ერთადერთი თხოვნა მაქვს -შეამცირეთ ამერიკის პრეზიდენტის ლანძღვის შეჯიბრი. 
არ წაგვადგება და წაადგება მტერს.  ბოლოს ისე არ გამოვიდეს, რომ ბიძინას მონების ხროვა უფრო წინდახედული აღმოჩნდება ვიდრე ვინმე სხვა. მით უმეტეს რომ, ოპომოძრაობას არც პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, არც სამოქმედო გეგმა და არც რაიმე სერიოზული კავშირები. მხოლოდ აშშ- ს პოლიტიკის კრიტიკის სიღრმისეული ცოდნა. 
ასე რომ მოეშვით ბატუტზე უსაგნო ხტომას. ეგ ცივ- ცხელი შხაპი სხვა სუბიექტზეა გათვლილი!
ქარიშხალის დროს მოცდა ყველაზე კარგი საშუალებაა. დააპაუზეთ! თქვენს გამჭრიახობაში არავინ ეჭვს არ შეიტანს." - წერს მაია ნადირაძე "ფეისბუკში".