აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, დღეს მიუნხენში მოსკოვის, კიევის და ვაშინგტონის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება.
“ისინი გამართავენ შეხვედრას მიუნხენში, რუსეთი იქ იქნება ჩვენს ხალხთან ერთად, უკრაინაც მიწვეულია. არ ვიცი ზუსტად, ვინ ჩადის თითოეული ქვეყნიდან, მაგრამ მაღალი რანგის პირები რუსეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან" - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში 13 თებერვალს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა მანამდე განაცხადა, რომ რუსებთან მოლაპარაკება არ არის დაგეგმილი მიუნხენში. უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მისი ქვეყანა არ აღიარებს შეთანხმებებს, რომლებიც კიევის გარეშე იქნება მიღწეული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ტამი ბრიუსიის ცნობით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 13 თებერვალს ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრიი სიბიჰას. მათ განიხილეს "თამამი დიპლომატიის აუცილებლობა, რათა დასრულდეს ომი მოლაპარაკების გზით, რაც მიგვიყვანს მდგრად მშვიდობამდე".