სიმართლე გითხრათ ერთი სული მაქვს როდის წავალ სასამართლოდან, ყველაფერ უბედურებას ქვეყანაში ძირითადად მე მაბრალებენ, ეს ჩემთვის მძიმე ტვირთია - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ჩემზე აგორებულია ძალიან ცუდი პიარი, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელი ვარ, არ მეშინია მიუხედავად იმისა რომ ვარ სანქცირებული და ეს გააკეთა ნომერ პირველმა ქვეყანამ, რაც არ არის ჩემთვის მარტივი, ძალიან რთულია, მაგრამ მე ჩემი პრინციპები მაქვს.
როდესაც გაბრალებენ რომ კორუმპირებული ხარ, თან გეუბნებიან, რომ მე არ გეტყვი რატომ ხარ კორუმპირებული და ახლა მე ავდგე და გადავდგე? სად წავიდე, როგორ წავიდე, როგორ უნდა ვიცხოვრო? მე სასამართლოს პოსტს კი არ ვეკიდები, სიმართლე გითხრათ ერთი სული მაქვს როდის წავალ სასამართლოდან, დავისვენებ, სულ მურუსიძის ხსენებაა და ყველაფერ უბედურებას ქვეყანაში ძირითადად მე მაბრალებენ, ეს ჩემთვის ტვირთი არის, მაგრამ როდესაც მეუბნებიან, რომ შენ ხარ კორუმპირებული, თან არ მეუბნებიან რატომ ვარ კორუმპირებული, მეუბნებიან ადექი და წადი, როგორ წავიდე, სად უნდა წავიდე? “,- აღნიშნა მურუსიძემ.
ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ