ოპოზიცია პროცესებს "ისე ნიღბავს", რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და ამით ქართველი ხალხის დასჯა ტრაგედია იქნება, თუმცა იგივე ოპოზიცია, მდიდარ ენჯეოებთან ერთად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ,, ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ისე ნიღბავს, რომ მათთვის ტრაგედია იქნება, თუ ქართველი ხალხი დაისჯება. კი ბატონო, ეს ნამდვილად ქართველი ხახლის დასჯაა, მაგრამ თვითონ რადიკალური ოპოზიცია, თავის მდიდარ ენჯეოებთან ერთად, ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად. "მაკკეინის ინსტიტუტმაც" აღიარა, რომ მდიდარი ენჯეოები ითხოვენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. რადიკალური ოპოზიცია გარე უფროსებს არწმუნებს, რომ ისინი ფაქტობრივად განულებულები არიან და რაღაც ტიპის ჟანგბადი სჭირდებათ. თუმცა, ჩვენი საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ეს ზეწოლა, რომელიც ხორციელდება, არის ხელოვნური", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.