"გუშინ გაკვირვებია აგენტურას, თუ რატომ ვახსენე, რომ მჩხიბავები მიჰყავდათ "უწყვეტ" აქციებზე და "სატანისტურ" რიტუალებს ატარებდნენ", - წერს ლევან მაჭავარიანი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა სათაურით, "პროტესტიდან სექტამდე, როცა რიტუალი თვითმიზნად იქცა".

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, იმ ჯგუფმა, რომელიც გარე ძალების დავალებით თბილისში ყოველდღიურ რეჟიმში აქციებს მართავს, სექტის სახე მიიღო.