ჩვენი პოლიციელები გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ, ვიდრე წარმატებულ დასავლურ ქვეყნებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოში აქციების დროს განვითარებული მოვლენების გახსენებისას.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია.
„შევხედოთ გერმანიაში, ბრიტანეთსა და ამერიკაში, ძვლებში ლეწავენ, იმის მეასედს როდესაც აკადრებ პოლიციელს, რასაც იმ დღეების განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით. 3-4 საათი ითმენდნენ პოლიციელები, გაფრთხილებას იძლეოდნენ და შემდეგ გადადიოდნენ მოწესრიგებაზე. ამ დროს აუცილებლად გამოგეპარება რამდენიმე შემთხვევა. ჩვენ პასუხისგებაში მივეცით და გამოვავლინეთ ის პოლიციელები, რომელთა მხრიდან ამორალური ქცევა ვიხილეთ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.








