ჩვენ არავის უფლებას არ ვლახავთ, ჩვენ არ გვაინტერესებს, ვინ რას აკეთებს საკუთარ სახლში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა სკოლებში ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, საქართველოში ყველას უფლება დაცულია.
„2017 წელს ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლითაც აბსოლუტურად ყველას უფლება დაცულია და მათ შორის სექსუალური უმცირესობის უფლებებიც.
ჩვენი მენტალიტეტიდან, იდენტობიდან, ტრადიციიდან და კულტურიდან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არის, რომ ამ წესის პროპაგანდა ჩვენთვის წარმოუდგენელია. ეს საქართველოში ვერ დამკვიდრდება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.








