"დედაქალაქს ჰყავს მკვლელი, ფულზე დახამებული რუსეთუმე მერი, რომლის განცხადებებიც იდენტური არის სალავიოვის, სიმონიანის და ზახაროვასი, რომელმაც განაცხადა, რომ ვინც პუტინის წინააღმდეგ იქნება, თურმე სააკაშვილივით დაასრულებს, რაც დასტურია – პრეზიდენტი სააკაშვილი არის პუტინის ტყვე." - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, სატრანსპორტო კოლაფსით დაწყებული, გაგრძელებული ურბანული ეკონომიკური კატასტროფით. როდესაც კალაძე გადასულია ფულის შოვნაზე და არ ერიდება რუსულ მოღალატეობრივ განცხადებებს, ამის პარალელურად მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი იყოს დედაქალაქში, მათ შორის სტრუქტურულად და ამიტომ, დღეს ვხსნით დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ბროსეს ქუჩაზე, ნომერ 6-ში, რომელიც პარალელურად იქნება თბილისის ცენტრალური ოფისი და შესაბამისად, ჩვენს მომხრეებს, რომლებიც ასი ათასობით არიან დედაქალაქში და ყველა ეს ყველა არჩევნებზე ჩანს ხოლმე, მოვუწოდებ მობრძანდით ჩვენთან ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია და გახდით თანამონაწილე „რუსულ ოცნებაზე“ გამარჯვებაში." - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.