„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მნიშვნელობაზე თუ გვსურს 2024 წლის არჩევნებს მარტო სახელად არ ერქვას არჩევნები და რეალურად ივანიშვილის და რუსული პარტიის მთავარი მოწინააღმდეგე ტყვეობაში არ უნდა ხვდებოდეს მოახლოებულ, გადამწყვეტ არჩევნებს. ასევე ვისაუბრეთ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.