თუ მოიგებს ხაბეიშვილი ენმ დარჩება სააკაშვილსო - ეს პროპაგანდა ჰქონდათ და არჩევნებიდან ორ დღეში ეს პარტია წაიღეთო „ოცნებას“ ეუბნებიან - ამის შესახებ ნაცმოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
თუ მოიგებს ლევან ხაბეიშვილი, პარტია დარჩება სააკაშვილსო, ეს პროპაგანდა ჰქონდათ და არჩევნებიდან ორი დღე გავიდა და ეს პარტია წაიღეთო „ქართულ ოცნებას“ ეუბნებიან, როცა იციან, რომ ეს განცხადება განწირულია კრახისთვის.
მე მივულოცე ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება, წარმატებები ვუსურვე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე კონსტრუქციულად ცივილიზებულ ჩარჩოებში არ მოვაქციო პროცესი, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“- აღნიშნა ნიკა მელიამ.
ცნობისათვის,ნაცმოძრაობის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ენმ მზადაა, მანდატები დათმოს და ოფისები „ქართულ ოცნებას" გადაუფორმოს.