არ იცის, ვერ გაიგეს და ვერ წაიკითხეს, ამერიკაში - სახელმწიფო დეპარტამენტმა ვერ წაიკითხა, ვერ გაიგო ამერიკის ელჩმა, ვერ წაიკითხა ევროკავშირის ელჩმა, არ იცის გერმანელმა, ლიეტუველმა, პოლონელმა, ფრანგმა, ესტონელმა." - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მოტყუვდა, ვერ გაიგო ცუკერბერგმა, ექსპერტებმა, მსოფლიოში ავტორიტეტულმა არასამთავრობოებმა და დიპლომატებმა.
მხოლოდ ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და ირაკლი ზარქუამ იცის კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, დანარჩენს არავის დედამიწაზე არაფერი არ გაეგება. ჰო და კიდევ, შინაარსი ლავროვმა და პესკოვმა გაიგეს მოსკოვში.
არა რუსულ კანონს! კი - ევროპას!”- წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.