რატომ მუშაობო და მტერს რატომ ასუსტებო?! - ჯერ სად ხართ, ყველას შევხვდები, ყველას დაველაპარაკები, ყველას გავუწოდებ ხელს, ვისაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რუსი ოლიგარქის დამარცხება და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება სურს - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული ოცნების მომხრე, რომ იყო მიშას და ენმ - ს წინააღმდეგიო, იმ ადამიანებს რატომ ეკონტაქტებიო, რატომ ესაუბრებიო, რატომ აძლევ უფლებას ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირონ მხარიო და მიშა აღიარონ პოლიტიკურ დევნილადო ... რატომ მუშაობო და რატომ ზრდი პარტიის მხარდამჭერების რაოდენობასო ... მტერს რატომ ასუსტებო ...
ჯერ სად ხართ ?! ... ყველას შევხვდები, ყველას დაველაპარაკები, ყველას გავუწოდებ ხელს, ვისაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რუსი ოლიგარქის დამარცხება და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება ქართული ოცნების ყოფილ აქტიურ წევრებს, რომლებსაც აღარ სურთ ივანიშვილი. მოტყუებულად თვლიან თავს და არ სურთ საქართველოს გარუსება.
ბევრი ადამიანია, ვინც განსხვავებულად ფიქრობდა 2012 - ში, 2016 - ში, 2020 - ში, მაგრამ ახალ რეალობაში რუსული პოლიტიკის, რუსული პარტიის წინააღმდეგია და სურს ნაციონალურ მოძრაობას დაუჭიროს მხარი. დიახ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ოცნება დასუსტდეს და მათ რომ უჭერდნენ მხარს, ახლა ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირონ. მიშას, რომ აუგად მოიხსენიებდნენ, ახლა პოლიტიკურ დევნილად აღიარონ... ბევრს ვიშრომებ აუცილებლად ამ საკითხებზე“- წერს ხაბეიშვილი.