არ გავჩერდებით, არ დავიღლებით, არ დავნებდებით და გავიმარჯვებთ! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსული სანქცირებული ნავთობის გარდა, ივანიშვილს საქართველოში მკვლელი საწვავიც შემოაქვს. „ფორმულას“ გუშინდელ სიუჟეტში წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნა, რომ მკვლელი, კიბო დიზელი შემოაქვთ და ყიდიან მოსახლეობაზე. თავად, მილიონებს შოულობენ, აფინანსებენ უკრაინაში ომს, საქართველოს ოკუპაციას და პარალელურად წამლავენ, კლავენ ადამიანებს.
უმკაცრესად დაისჯება ყველა ჩართული პირი და ცხადია, რუსი ოლიგარქი მისი გარემოცვით!“ - აცხადებს ხაბეიშვილი.