“ივანიშვილმა, გაყიდა ტყეები და არ ვიცით რა ხდება დახურულ ზონებში, ვიცით ის, რომ გაჩეხა იქაურობა, გაზიდა და გაძარცვა - გამომწვევი მიზეზებიც რეალისტურია ეს იყოს.” - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"წლებია, ივანიშვილის კომპანიებსა და კარის ბიზნესმენებს, თვალი და საჭრელი დაზგები აქვთ დადგმული რაჭაში. რუს ოლიგარქს, პუტინისტ ხიდაშელს, რაჭის ტყეების 30 % გადასცა, რომელიც თბილისზე დიდი ტერიტორიაა.
ივანიშვილმა, გაყიდა ვერტმფრენები და ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს ნაცვლად იმისა, რომ ამ 11 წელიწადში ათობით სამაშველო ვერტმფრენი გვეყიდა, მდიდრდება ღარიბაშვილი, კობახიძე, გომელაური - ზარალდება ხალხი!
ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია. ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ დაიცვან საკუთარი თავი, ოჯახის წევრები.” - წერს ლევან ხაბეიშვილი"ფეისბუკში".