პუტინისტი ივანიშვილი აუცილებლად ესვრის და ეცდება მოკლას ოპოზიციონერი ლიდერი, რომ სრულიად პუტინის რეჟიმი დაამყაროს - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსი, პუტინისტი ივანიშვილი, აუცილებლად ესვრის და ეცდება მოკლას ოპოზიციონერი ლიდერი იმისთვის, რომ სრულად პუტინის რეჟიმი დაამყაროს საქართველოში. ივანიშვილი არის შემოქმედი ძალადობის და ბოროტების, ამ ქვეყანაში.
აუცილებელი მოგერიების პირობებში, აუცილებლად თავ-პირს დავალეწავთ, ვინც ეცდება ფიზიკურად გაგვისწორდეს ჩვენ, ჩვენ შვილებს, ოჯახის წევრებს და მოქალაქეებს ...
ჩმორობა, ლაჩრობა და 10-1 მივარდნა ზურგიდან, მალულად მათი სავიზიტო ბარათია“, - წერს ხაბეიშვილი.