„იმ პირობებში, როდესაც პუტინის ბოროტების იმპერია ფაქტობრივად ჩამოშლილია და მიმდინარეობს მისი რღვევა, უმნიშვნელოვანესია პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, რომელიც იქნება მთავარი გარანტი უკრაინულ მხარესთან და მთავარი ლობისტი იმის, რომ როგორც კი უკრაინა მოიგებს ომს, მშვიდობიანად მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"ჩვენი უკრაინელი ძმების წარმატებული შეტევის პარალელურად, ვხედავთ პუტინის რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, სამოქალაქო ომს და რღვევას ბოროტების იმპერიის. ჩვენდა სამწუხაროდ იმ პირობებში, როცა პუტინის რუსეთი უპირობოდ მარცხდება ცივილიზებულ სამაყროსთან, რუსი ივანიშვილის და რუსული პარტიის პირობებში საქართველო აღმოჩნდა ბოროტების და წაგებულის მხარეს. ამ დრომდე, რუსული პარტია ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სრულიად საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად ჩამოკიდებულია პუტინის რეჟიმზე.
ჩვენ მათ არ მოვუწოდებთ არანაირი შეკრებისკენ, არანაირი უშიშროების საბჭო საქართველოში არ არსებობს, არსებობს პუტინის და ივანიშვილის უსაფრთხოების საბჭო და შესაბამისად, მათი რაიმე სახით შეკრება ნიშნავს არა ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების ბედზე ზრუნავს, არამედ პუტინის საამებლად შეკრებას, რაღა მარგარიტა სიმონიანი და სალავიოვი შეკრებილან და რაღა დღევანდელი უშიშროების საბჭო, ამიტომ რამდენიმე უსწრაფესი ნაბიჯია გადასადგმელი ,რაც სწრაფად უნდა გააკეთოს რუსულმა ხელისუფლებამ - სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - ახლა აღარ ახსოვს რუს ირაკლი კობახიძეს და ღარიბაშვილს მილიონობით ქართველი ცხოვრობსო რუსეთშიო რომ ამბობდნენ, ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე ნამდვილად ცხოვრობს და ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, თუ მარტო შავი ფული და პუტინის ინტერესებს რომ ჭირდება მაშინ გახსენდებათ, რომ რუსეთში საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ, ამასობაში ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს უბედურება რომ ხდება პუტინის რუსეთში, დახმარება სჭირდებათ და უმნიშვნელოვანესია მოხდეს ამ ადამიანებისთვის სრული მომსახურების გაწევას, რაც გულისხმობს მათ უსაფრთხოდ ქვეყანაში დაბრუნებას მათი სურვილის შემთხვევაში ცხადია.
ასევე ყველამ კარგად უნდა გაიგოს საქართველოში, რომ ევროპა და დასავლეთი ასოცირდება მშვიდობასთან და უსაფრთხოებასთან, რუსეთი კი არა თუ ასოცირდება, არის ის, რასაც ახლა უყურებს საქართველოს და მსოფლიოს საზოგადოება - არეულობა, ომი, სამოქალაქო დაპირისპირება, ეს უნდა რუსეთს საქართველოში და უნდათ ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილსაც საქართველოში და სწორედ ამიტომ ძალადობენ ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეებზე, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ბოლოს, ასევე მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, რომელიც იქნება მთავარი გარანტი უკრაინულ მხარესთან და მთავარი ლობისტი იმის, რომ როგორც კი უკრაინა მოიგებს ომს, მშვიდობიანად მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია, საქართველოს გაერთიანება და ამ პირობებში, როდესაც პუტინის ბოროტების იმპერია ფაქტობრივად ჩამოშლილია და მიმდინარეობს მისი რღვევა, უმნიშვნელოვანესია პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და მეტიც, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მას უნდა სთხოვოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ დაეხმაროს უკრაინაში იმისთვის, რომ მშვიდობიანად მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ასევე მნიშვნელოვანია უკონტროლოდ შემოსული ათი ათასობით პუტინისტია საქართველოში, არავინ არ იცის რა საქმეზე არიან, არავის არასდროს არ გამოუძიებია, ამიტომ დამატებითი კონტროლი იმ რუს მოქალაქეებზე, რომლის მისწრაფებების შესახებ ჩვენდა სამწუხაროდ არაფერი არ ვიცით და ასეთი საქართველოში რუსული პარტიის პირობებში უკანასკნელ თვეებში უკვე არის ათიათასობით, რომლებმაც უკვე ათიათასობით ქონება დაირეგისტრირეს, კომპანია დაარეგისტრირეს, ინდმეწარმე დაარეგისტრირეს და ამიტომ მნიშვნელოვანია მამაოების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მოსმენა, არამედ საქართველოს უსაფრთხოებისთვის ამ პუტინისტების გაკონტროლება, რომლებიც უკონტროლოდ არიან საქართველოში შემოსულები.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.